Saturday, March 19, 2016

ანდრია რაზმაძის ბიოგრაფია

ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები: მათემატიკა, მექანიკაასტრონომიარიცხვთა თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. დაწერა 170 გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. მიუხედავად ამ წარმატებისა, იგი არ დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად, რადგან მისი გვარი „ძე“-ზე მთავრდებოდა. ანდრია რაზმაძე იძულებული გახდა, რუსეთის პროვინციებში ემასწავლებლა. ქალაქ მურომში მასწავლებლობის დროს დაწერა და ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში გამოაქვეყნა გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე.